EGI პოლიტიკური კომპასი

რა არის EGI კომპასი?

egi politcompass logoEGI კომპასი არის პოლიტიკური ტესტი. ამ ტესტის მთავარი მიზანი არის შენი დამოკიდებულების შეფასება ხუთ საბაზისო თემასთან მიმართებაში და, ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით, შენი ადგილის დადგენა პოლიტიკურ კომპასზე. ტესტის ფარგლებში ჩვენ შემოგთავაზებთ დებულებებს, რომელთადმი შენი დამოკიდებულება უნდა დააფიქსირო 5 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მეშვეობით: სრულიად ვეთანხმები-დან კატეგორიულად ვეწინააღმდეგები-მდე. თითოეული პასუხი ოდნავ ცვლის ტესტის შედეგს. უპასუხე გულწრფელად - ჩვენ არ ვინახავთ შენს შესახებ ინფორმაციას.

დავიწყოთ!

სულ ტესტი შეიცავს 39  შეკითხვას.

რა თემებზეა საუბარი?

ჩვენ ავარჩიეთ ხუთი ძირითადი თემა და ვეცდებით ამ თემებისადმი შენი დამოკიდებულება შევაფასოთ - ეკონომიკური, საგარეო, სამოქალაქო, საზოგადოებრივი და სოციალური პოლიტიკა. ყველა თემას გააჩნია ორი უკიდურესობა. ყველა თემა და მათი უკიდურესი გამოვლინება:

ეკონომიკა

gegmiuri

რაც უფრო მაღალია თანასწორობის პარამეტრი, მით უფრო მეტად გჯერა, რომ ეკონომიკის მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა. როგორც წესი, შენ მხარს უჭერ პროგრესულ გადასახადს, დიდ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებსა და ზოგადად, სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას.

 

ბაზრის მხარდამჭერები, როგორც წესი, სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას უჭერენ მხარს. ისინი ემხრობიან დაბალ გადასახადებს, პრივატიზაციას, დერეგულაციასა და ზოგადად, კაპიტალისტურ მოდელს, რომელშიც სახელმწიფოს როლი შეზღუდულია.

sabazro

საგარეო

antidasavluri

ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანები ეწინააღმდებიან ან არარეალურად მიაჩნიათ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ უბლოკო სტატუსს, პროტექციონისტურ პოლიტიკასა და რუსეთთან პარტნიორობას.

 

პროდასავლური ადამიანები საქართველოს მომავალს ხედავენ დიდ, ევროპულ ოჯახში. ისინი ემხრობიან საქართველოს ევროინტეგრაციას, ხოლო უსაფრთოხებისა და განვითარების აუცილებელ პირობად “NATO - ში“ გაწევრიანებას თვლიან.

prodasavluri

სამოქალაქო

kontroli

კონტროლის ქომაგებს სჯერათ ხელისუფლების ხელში კონცენტრირებული მაქსიმალური ძალაუფლების. ისინი თვლიან, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხელისუფლებას ჰქონდეს ძლიერი ხელი. მათთვის პირადი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც წესრიგი.

 

სამოქალაქო თავისუფლების მხარდამჭერები თვლიან, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები სახელმწიფომ არავითარი საბაბით არ უნდა შეზღუდოს, ხოლო „უსაფრთხოების“ არგუმენტი პირად ცხოვრებაში ჩარევის, ცენზურის თუ სხვა ხერხების გამოსაყენებლად, არის საშიში ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა შეეგუოს.

tavisufleba

საზოგადოებრივი

tradicia

ტრადიციების ქომაგები ძალიან ფრთხილად, ხშირ შემთხვევაში კი უარყოფითად უყურებენ ნებისმიერ სიახლეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათთვის ტრადიცია და რელიგია არანაკლებ( ხშირ შემთხვევაში კი მეტად) მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ისინი პროტექციონისტურ პოლიტიკას ემხრობიან, ხოლო სტატუს კვოს ცვლილებას მხოლოდ ტრადიციების გაღრმავების შემთხვევაში უჭერენ მხარს.

 

პროგრესის ქომაგებს სჯერათ ცვლილებისა და რაციონალურობის. ისინი თვლიან, რომ თანამედროვე სამყაროში წინსვლისთვის აუცილებელია სიახლეებთან სწრაფი ადაპტირება, ინოვაციურობა და მოქნილობა. მათ არ მოსწონთ ცრურწმენები და ტრადიციული შეხედულებები, რომლებიც აფერხებენ პროგრესს.

progresi

ხშირად დასმული კითხვები